სისტემა
ინტელიექსპრესი წარმოადგენს პირველ ქართულ ფულადი გზავნილების სისტემას, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში. კომპანია 2006 წელს დაარსდა საქართველოში, საიდანაც დაიწყო მისი განვითარება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც პირდაპირ – რამეთუ გააჩნია საკუთარი ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში – ასევე პარტნიორი ბანკების და პარტნიორი სისტემების მეშვეობით.
ინტელიექსპრესი აღჭურვილია კლიენტთა მონაცემთა ბაზების დაცვის გამოცდილი ტექნოლოგიებით და დასაქმებულთა სპეციალური სამუშაო პროცედურები ემსახურება კლიენტების ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. კომპანია აქტიურად თანამშროლობს OFAC-თან და იყენებს Dow Jones-ის მონაცემებს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი პროცედურებისთვის.
ინტელიექსპრესი დღეისათვის ასობით ათას მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან, დაცულ და სწრაფ მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ისტორია
2018
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ფილიალი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, მისამართზე: 64 Uxbridge Road, Shepherd's bush, W12 8LP, ლონდონი.
- ინტელიექსპრესს მიენიჭა „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი უკრაინაში, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ.
2017
- ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია ყაზახეთის ეროვნული ბანკისგან, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ყაზახეთში.
- ინტელექსპრესმა გააფართოვა საკუთარი ქსელი აზიის ქვეყნებში - ტაილანდი, შრილანკა, ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი.
2016
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა მისი ქსელი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში - კოლუბმია, ჩილე, კუბა, პარაგვაი, ურუგვაი და ა.შ.
2015
- ინტელიექსპრესი საბერძნეთში მომხმარებელს სთავაზობს ახალ სერვისს - კომუნალური სერვისების გადახდა.
2014
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა მისი ქსელი და იტალიაში, ბარში, გახსნა პირველი საკუთარი ოფისი, ალდო მოროს მოედანი 6/7; Piazza Aldo Moro 6/7, ბარი.
- ინტელიექსპრესი მომხმარებელს სთავაზობს ახალ სერვისს - გაგზავნე თანხა დღეს და გადაიხადე ხვალ.
- ინტელიექსპრესი აფართოებს ქსელს თურქეთში.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი საბერძნეთში, მისამართზე: ვასო კატრაკის მოედანი 4, გლიფადა,ათენი.
2013
- ინტელიექსპრესი დიდ ბრიტანეთში იწყებს საქმიანობას როგორც ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი საბერძნეთში, მისამართზე: ალკივიადუს 89, ათენი.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალ ოფისს ინგლისში, ლონდონში, მისამართზე: 158 The Grove, Stratford, E15 1NS.
2012
- ინტელიექსპრესი დიდ ბრიტანეთში გახდა ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი ინგლისში, ლონდონში, მისამართზე: 3 Station Place, Finsbury Park, N4 2DH
- ფულადი გზავნილების კომპანიის გარდა, ინტელექსპრესი დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირდა როგორც ვალუტის გადაცვლის კომპანია.
2011
- ინტელიექსპრესის სისტემა ხდება SWIFT-ის წევრი.
- როგორც კონტროლირებადმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ინტელექსპრესმა საბერძნეთში მიიღო „საგადახდო დაწესებულების სტატუსი“ ევროპის ქვეყნებში საგადახდო მომსახურების გასაწევად, Directive 2007-64-.
- ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია უკრაინის ეროვნული ბანკისგან, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა უკრაინაში.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი საბერძნეთში, მისამართზე: კიფისიას 230, კიფისია, ათენი.
2010
- ინტელიექსპრესი ხდება “Tabori Transfer Ltd”-ის მფლობელი დიდ ბრიტანეთში.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი საბერძნეთში, მისამართზე: სევასტოპოლეუს 42, ამპელოკიპი, ათენი.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, მისამართზე: 107 Burdett Road, Mile End.
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი სამხრეთ აფრიკასა და შორეულ აზიაში - მონღოლეთი, ბანგლადეში, ეთიოპია, მალი, მადაგასკარი და ა.შ.
2009
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა საგადახდო ქსელი აზიაში - ფილიპინები, ინდონეზია, ისრაელი და ა.შ.
- ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ოფისი საბერძნეთში, მისამართზე: ვენიზელუს ქ. 146, დავაკის მოედანი, კალითეა, ათენი.
2008
- ინტელიექსპრესი შეუერთდა საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს; the Office of Foreign Assets Control ("OFAC"), the US Department of the Treasury.
- ინტელიექსპრესი შეუერთდა დოუ ჯონსის რისკებისა და შესაბამისობის სერვისს ”The Dow Jones Risk and Compliance Feed”.
- ინტელიექსპრესი მომხმარებელს სთავაზობს ახალ სერვისს - საკომისიო გადასახადებს.
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა მისი ქსელი ევროპის ქვეყნებში - იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, ბელგია და ა.შ.
2007
- ინტელიექსპრესი დაარსდა საბერძნეთში, ათენში; მიიღო ლიცენზია საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მიერ.
- ინტელიექსპრესმა გახსნა პირველი ფილიალი საბერძნეთში, ათენში, მისამართზე: მენანდრუს 57, ომონიას მოედანი, ათენი.
- ინტელიექსპრესმა გახსნა კიდევ ერთი ფილიალი საბერძნეთში, სალონიკში, მისამართზე: ხალკეონის 29, არისტოტელეს მოედანი.
- ინტელიექსპრესმა გააფართოვა მისი ქსელი დსთ-ს ქვეყნებში - მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ა.შ.
2006
- ინტელიექსპრესი დაარსდა საქართველოში, თბილისში; დარეგისტრირდა და მიიღო ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
ფინანსური მონაცემები